logo_geo
ამირან გამყრელიძე: დაგვანებეთ ექიმებს თავი, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ
- +

9 ნოემბერი. 2020. 19:58

 

 

რამდენად მიზანშეწონილია საპროტესტო აქციის დაშლა წყლის  ჭავლით კორონავირუსის პირობებში –  ამირან გამყრელიძის თქმით,  მის მიმართ ეს შეკითხვა პოლიტიკური ქვეტექსტით იყო დასმული, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ექიმების ჩათრევა არ უნდა მოხდეს, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისედაც უზარმაზარი გამოწვევის წინაშე არიან.

 

„ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მკითხეს ეს გუშინ და მერე „გაისეირნეს“ ჩემზე კარგად. ჩვენ, ექიმები, ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს. პანდემია არ ჩერდება  და ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ პოლიტიკური პასაჟებითა და ქვეტექსტებით დასმული კითხვები…

 

ყველამ ვიცით, არ ვმალავთ  რომ ეს შეკრებები ცუდად მოქმედებს პანდემიაზე, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს 4-5 წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებს, მეორე მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

რაც შეეხება საკითხს - მოქმედებს თუ არა წყლის ჭავლით დაშლა ადამიანების ჯანმრთელობაზე, NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ცხადია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას რესპირაციული ვირუსების სეზონზე სიცივეც და წყალიც ხელს უშლის, ასევე  ხელს უშლის დიდი შეკრებებიც ყველაფერი ერთად აღებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი