logo_geo
Covid-19-ისგან თავის დასაცავად ვაქცინის 2 დოზაა საჭირო – რამდენ ხანში ვითარდება იმუნიტეტი
- +

10 ნოემბერი. 2020. 10:08

 

 

 

კორონავირუსის ვაქცინის თითქმის ყველა მწარმოებელი თანხმდება, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია ორჯერ არის საჭირო. ადამიანებს დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მოუწევთ ლოდინი, ვიდრე ვირუსის მიმართ იმუნიტეტი განუვითარდებათ. ასე თვლის ინგლისის მთავარი ექიმის მოადჰილე ჯონათან ვან-ტამი.

 

„შესაძლოა, პირველი დოზის მიღებიდან გავიდეს თვენახევარი, როცა ადამიანები ვაქცინისგან დაცვას მიიღებენ“ – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

 

ექიმი აზუსტებს, რომ მხდველობაში აქვს ვაქცინები, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი. მათი მიღების წესის თანახმად, პირველი დოზის შემდეგ მეორე ნემსი დაახლოებით 21-28 დღეში კეთდება.

 

„ამის შემდეგ კი, დაცვის მისაღებად, ადამიანებს მოუწევთ ლოდინი დაახლოებით 14 დღის განმავლობაში“ – განმარტა ექიმმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი