logo_geo
ზურა ყიფშიძე: ვისაც არ მოეწონა, ცივი წყალი დალიოს
- +

13 ნოემბერი. 2020. 16:05

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები და მათ შორის,  მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, გუშინდელ ისტორიულ მატჩს საფეხბურთო ტრიბუნიდან უყურებდნენ პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები, რომელთათვისაც საშვის აღება პრობლემას არ წარმოადგენს, რათა ღამით გადაადგილება შეეძლოთ.

 

გარეთ მყოფ გულშემატკივრებს კი ამ დროს პოლიცია ჯარიმებს უწერდა...

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც კალაძის, კობიაშვილისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების გარდა, მატჩს ესწრებოდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე.

 

სწორედ მასთან ჩაწერა „დაიჯესტმა" კომენტარი, სადაც ყიფშიძე სტადიონზე ყოფნის მიზეზებზე საუბრობს:

 

„მატჩს ვესწრებოდი, როგორც სტუმარი და როგორც „პირველი არხის“ თანამშრომელი“

 

DIGEST: სპორტული ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობთ? თამაში უნდა გაგეშუქებინათ?

 

-არ ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, უბრალოდ მიმიწვიეს, როგორც სტუმარი.

 

DIGEST: პოლიტიკოსების გვერდით იყავით. ერთად მიხვედით მატჩზე?

 

-მთავრობის წარმომედგენლები იქ არ მინახავს, არც მივსალმებივარ. საერთოდ არ დამინახავს ისინი. ასე, რომ ცრუ ინფორმაცია გაქვთ თქვენ.

 

მოკლედ, სტუმარი ვიყავი და თან „პირველი არხიდან“. რომც არ ვყოფილიყავი, „პირველარხელი“ და ვყოფილიყავი სტუმარი, რა არის რო? მე გამომიგზავნეს საშვი, ტელევიზების მუშაკებს აძლევნ საშვებს. რა არ მოეწონა? ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“, - განაცახადა ზურა ყიფშიძემ „დაიჯესტთან“ საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი