logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 364 შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 ნოემბერი. 2020. 19:38

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1 364 ადამიანს გამოუვლინდა, 22 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 71 580 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 927 ადამიანი. ვირუსისგან 53 001 პაციენტი განიკურნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი