logo_geo
62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა
- +

14 ნოემბერი. 2020. 11:36

 

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ “ორფოლოში” მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა.  საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნითი ეტაპი შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა.

 

დასკვნით საველე სწავლებაში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამმა რეაქტიულმა ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში 32-ე ბატალიონს (ვირტუალური ქვედანაყოფი) საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

 

10-დღიანი წვრთნების მიზანი  62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული  ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის  დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების  ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების  დახვეწა იყო.

 

 

 

 

big_banner
არქივი