logo_geo
მაია ასათიანი წიგნს წერს
- +

14 ნოემბერი. 2020. 21:19

 

„სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“- ასე ერქმევა წიგნს, რომელსაც ჟურნალისტი მაია ასათიანი წერს. წიგნი 1 თვეში გამოვა.

 

„მე მინდოდა, მომეყოლა თქვენთვის, ჩემი ნამდვილი ამბავი და მინდა, რომ ეს წაიკითოხთ, იმიტომ, რომ ეს მართლა ჩემია და ნამდვილია“,- ამბობს მაია ასათიანი.

 

როგორც მაია ჰყვება, ის არ ნერვიულობს და მისი მიზანია მკითხველთან ახლოს მივიდეს.

 

„ბიოგრაფიული ამბავია, შესაბამისად სიყვარულიც არის, ვნებაც არის, გაჭირვების ამბავიც არის, მძიმე ბავშვობის და აქედან თავის დაღწევის ამბავიც არის. ყველაფერია მოკლედ, მალე წაიკითხავთ ისე, რომ არ მოგბეზრდებათ“- ამბობს მაია ასათიანი.

 

1 თვეში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მაია ასათიანის წიგნს წარადგენს, რომელიც ნებისმიერი წიგნის მაღაზიაში გაიყიდება და როგორც ასათიანი ამბობს, ხელმისაწვდომი ფასი ექნება, ასევე წიგნის ელექტრო ვერსიაც იქნება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი