logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ტესტების ჩატარების გაფართოებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე შევჯერდით
- +

16 ნოემბერი. 2020. 16:10

 

 

„რაც შეეხება ტესტების ჩატარების გაფართოებასთან დაკავშირებით, დაავადების კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან 14 ნოემბერს შეხვედრა გვქონდა და ცვლილებებზე შევჯერდით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

 

მას კითხვით მიმართეს, რომ მოქალაქეებს ცხელების ცენტრებში კოვიდთან დაკავშირებით ტესტების გასაკეთებლად ლოდინი რამდენიმე დღე უწევთ.

 

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების ტესტირების შესახებ ტიკარაძემ განაცხადა, რომ ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომელ პაციენტს როდის ჩაუტარდეს ტესტირება.

 

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ტესტირებაზე ინიციატივა სუბიექტურ სურვილებსა და ჩივილებზეა დაყრდნობილი. კოვიდის ეფექტურად მართვის მიზნით კი შესაძლოა, პაციენტი ამ ტესტის ჩატარებას არ საჭიროებდეს.

 

„რაც შეეხება ტესტების ჩატარების გაფართოებასთან დაკავშირებით, 14 ნოემბერს, დაავადების კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ცვლილებებზე შევჯერდით, თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ოჯახის ექიმის ჩართულობით, ეს პრობლემატიკა გაცილებით იოლად შეიძლება მოგვარდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრი დაინტერესდა იმ კლინიკებით, სადაც მოქალაქეები კოვიდზე ტესტის ჩატარებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ. ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლინიკებზე ინფორმაციას გადაამოწმებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი