logo_geo
თამარ გაბუნია 12 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე: მისი მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას შეისწავლის
- +

16 ნოემბერი. 2020. 21:53

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ  12 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას  აღნიშნა, რომ  ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.

 

„ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. კლინიკამ ჩათვალა აუცილებლად გადამისამართება. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა.

 

ბავშვს მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით. კლინიკურად სრულად გაანალიზდება, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი