logo_geo
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
- +

17 ნოემბერი. 2020. 02:00

 

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი" - 130 წლის წინ, 1891 წლის 17 ნოემბერს, გენიალური პოეტი და  საზოგადო მოღვაწე,  გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.

 

 

მან  იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის" და „პოეტების მეფის" სახელი და მისი  შემოქმედება გადაულახავ მწვერვალი გახდა ქართული პოეზიისა.

 

გალაკტიონი კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა „ლექსები“ და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ მას საყოველთაო აღიარება,“გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა.

1924 წელს – ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც 1921-24 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა პოემის დაბეჭვდისთვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: „ლურჯა ცხენები“; „მთაწმინდის მთვარე“, „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, „ნიკორწმინდა“ და სხვა.

გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

 

 

big_banner
არქივი