logo_geo
31 მარტს ზურაბ ქაფიანიძის 80 წლის იუბილე თეატრალურ უნივერსიტეტში აღინიშნება
- +

30 მარტი. 2017. 17:16



31 მარტს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის 80 წლის იუბილე თეატრალურ უნივერსიტეტში აღინიშნება.

 

საიუბილეო საღამოს ინიციატორი კინომცოდნე, პროფესორი გოგი დოლიძეა. ხსოვნის საღამოზე შეიკრიბებიან მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და გაიხსენებენ ყველაზე უწყინარ მსახიობს, რომელმაც თავის ნიჭით და სიალალით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

 

ზურაბ ქაფიანიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრიც. მსახიობი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 


 

big_banner
არქივი