logo_geo
ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
- +

17 ნოემბერი. 2020. 16:09

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას, რომელიც გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადის, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური ამბობს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

 

„ჩაუტარდა კიდევ ერთი ოპერაცია – თავის პლასტიკა. ორმხრივად მოხდა იმპლანტების ინსტალაცია. ოპერაცია ჩატარდა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ოქტომბერს და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.

 

ცოტნე თავს კარგად გრძნობს და უკვე რამდენიმე დღეა რეაბილიტაციაც განაახლა“,- ამბობს საუბარში ანა ჯაბაური.

 

მისი თქმით, ცოტნე კონტაქტურიცაა, თუმცა მხოლოდ ჟესტების ენაზე და ბგერების გამოცემით.

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი