logo_geo
მაიკ პომპეო საქართველოშია
- +

17 ნოემბერი. 2020. 19:51

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

 

პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. სავაჭრო ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება - ასეთი მოლოდინი აქვს თბილისს. საქართველოში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

 

 

big_banner
არქივი