logo_geo
დავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა ახალ ნიშნულზე აიყვანს
- +

17 ნოემბერი. 2020. 19:58

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

 

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს," - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 

ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

 

 

big_banner
არქივი