logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

17 ნოემბერი. 2020. 21:34

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდასტურდა  და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5174-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 13 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში ვირუსი 3483-მა ადამიანმა დაამარცხა.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 64 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი