logo_geo
91 წლის კაცმა კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ, კლინიკა სიმღერით დატოვა
- +

17 ნოემბერი. 2020. 22:12

 

 

91 წლის ვაჟიკო ჯალაღონიამ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საჩხერის სამედიცინო ცენტრი სიმღერით დატოვა.  ვიდეოს სოციალური ქსელის მომხარებელი თიკო ჭიღლაძე ავრცელებს.

 

 

,,დიახ, ეს ბატონი ვაჟიკო ჯალაღონიაა, 91 წლის, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს ზუგდიდიდან, დადასტურებული კორონავირუსით და მკურნალობის კურსს ინფექციურ განყოფილებაში გადიოდა. მან დღეს სრულიად გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა თავის შვილიშვილთან ერთად. უსაყვარლესი ბაბუ უსაზღვროდ მადლიერია საჩხერის სამედიცინო ცენტრის, ინფექციურ განყოფილებაში მომუშავე მედ პერსონალის, ექთნების, ექიმების, სანიტრების.

 

მართლაც რომ ბადალი არ ჰყავს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ გუნდს. მეც ერთ-ერთი აქ მყოფი პაციენტი ვარ და ვხედავ მათ უდიდეს შრომას, რომელიც ფასდაუდებელია. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ ჩვენგან", - წერს ჭიღლაძე.

 

 

big_banner
არქივი