logo_geo
სომხეთში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა
- +

18 ნოემბერი. 2020. 11:35

 

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120 459-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 839-ს მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 38 551 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 80 069-ია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი