logo_geo
ალექსანდრე გოგინავა: კოვიდ-ინფიცირებულთა 85 პროცენტი ვირუსს ყველანაირი გართულების გარეშე ბინაზე გადაიტანს, ხოლო დანარჩენი 10-15%-სთვის დროული სამედიცინო ჩარევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

18 ნოემბერი. 2020. 12:53

 

„გაზაფხულზე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჯამში ჩინეთზე მეტი შემთხვევა გვექნებოდა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოების როლი პანდემიასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.

 

„კოვიდ-ინფიცირებულთა 85% ვირუსს ყველანაირი გართულების გარეშე ბინაზე გადაიტანს, ხოლო დანარჩენი 10-15%-სთვის დროული სამედიცინო ჩარევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ დავეხმაროთ იმ თანამოქალაქეებს, ვისაც უფრო სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და საწოლფონდი მათთვის შევინახოთ.

 

ასევე უნდა მოვუფრთხილდეთ სამედიცინო პერსონალს. რადგან ამოუწურავი რესურსი არ არსებობს. ყველა კლინიკაში სამედიცინო პერსონალი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, რთული სათქმელია ამ ყველაფერს სადამდე გაუძლებს, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ყველა სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი