logo_geo
3 ევროპული ქალაქი, სადაც აპრილში ყველაზე იაფად იმოგზაურებთ
- +

2 აპრილი. 2017. 01:35



შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოდან მგზავრთა ნაკადი ყოველდღიურად იზრდება.


Palitravideo.ge ევროპის იმ სამ ქალაქს წარმოგიდგენთ, სადაც აპრილში ყველაზე იაფად იმოგზაურებთ.


ვარშავა

 

 

ვარშავა - აქ ყველაზე კარგად შეიგრძნობთ შუასაუკუნეების ევროპის არქიტექტურას. ეზიარებით სტრიტ არტის ხელოვნებას და ესტუმრებით თეატრს, სადაც სცენაზე მსახიობების მაგივრად, რობოტები დგანან. ევროპის ეს უძველესი და ულამაზესი ქალაქი ძალიან დაბალ ფასად გთავაზობთ იქ მოგზაურობას.


ვარშავაში ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი გზა ქუთაისიდან არის. ორმხრივი ბილეთის ღირებულება 256 ლარია.


სასტურმრო ბუქინგზე 8.9 შეფასებით, ორი ღამე 106 ევრო დაგიჯდებათ და ამ ფასში საუზმეც შედის.


ვარშავაში სრულყოფილი სადილი 2-დან 4-ევრომდეა. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს დაწესებულება "ოქროს ქათამი". მაგალითისთვის, მწვანე ბორშის ღირებულება 0.54 ევროა. ბოსტნეულის სალათის -0.85 ევრო. კომპოტი 0.35 ევრო ღირს.


აქ საზოგადოებრივ ტრანსპორტად ითვლება ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო და მატარებელი. ბილეთების შეძენა ავტობუსების გაჩერებასთან ან მძღოლთანაა შესაძლებელი.


არსებობს 20-წუთიანი, 75-წუთიანი და 90-წუთიანი ბილეთები. ამ დროის განმავლოაბაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ულიმიტოდ სარგებლობთ. თუმცა ყველაზე მოსახერხებელი ერთი დღის ლიმიტის მქონე ბილეთია, რომელიც 3.3 ევროდ შეგიძლიათ იყიდოთ.


ლარნაკა

 

 

ლარნაკა - პოპულარული და დაბალბიუჯეტიანი კურორტია. კვიპროსის ამ უძველეს ქალაქში პირველი მაცხოვრებლები 6000 ათასი წლის წინ გაჩნდნენ. ოქროსფერი ქვიშა და ცისფერი სანაპირო გულგრილს არავის ტოვებს.


ქუთაისი-ლარნკას მიმართულებით ორმხრივი ბილეთის ღირებულება -219 ლარია. ორი და სამი დღით სასტუმრო კარგი შეფასებით 207 ლარი დაგიჯდებათ.


ლარნაკა რესტორნების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა დაბალბიუჯეტიანი ტურისტისთვის საუკეთესო გამოსავალი საკვების მაღაზიაში და სწრაფი კვების ობიექტებში შეძენაა. რესტორანში სადილი ერთ კაცზე 15 ევრო ჯდება. ყავა ლატეს ღირებულება 3 ევროა.


საზოგადობრივი ტრანსპორტი ლარნაკაში ავტობუსების, მარშუტკებისა და ტაქსის სახითაა წარმოდგენილი. დღისით ავტობუსის ბილეთში 1,5 ევროს გადაიხდით. ღამით მისი ღირებულება იზრდება და 2,5 ევროს შეადგენს.


 

ვილნიუსი

 

 

ვილნიუსი - საბჭოთა კავშირიდან ევროპაში. სიმშვიდის, წესრიგისა და ლამაზი ქუჩების ქალაქი გულგრილს არავის ტოვებს.


ვილნიუსში შეღავათიან ფასად ქუთაისიდან მოხვდებით. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა 289 ლარია.


სასტურო ვილნიუსში ბუქინგის 8.5 შეფასებით, ორი ღამე 217 ლარი დაგიჯდებათ. ვინც უფრო დაბალბიუჟეტიან ვარიანტს ეძებს, ღამის გასათევს ჰოსტელში     15 ევროდ იშოვის.


საკვებზე ფასები ამ ქალაქში დაბალია. 5-10 ვერომდე დაგიჯდებათ სრულყოფილი სადილი. შეგიძლიათ არ მოერიდოთ ცენტრალურ ქუჩებს და ქალაქის ღირსშესანიშნაობების გვერდით ისადილოთ. საკვებზე ფასი გარეუბანშიც და ცენტრშიც თითქმის ანალოგიურია.


ვილნიუსში ორი საზოგადოებრვი ტრანსპორტია - ტროლეიბუსი და ავტობუსი. ტურისტისთვის მომგებიანია Vilnius City Card-ის შეძენა. აღნიშნული ბარათს გამოიყენებთ როგორც ტრანსპორტში, ასევე შეღავათიან ფასად დაათვალიერებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. 24-სათიანი Vilnius City Card-ის ღირებულება 24 ევროა.


ევროპაში მოსახვედრად ბილეთებზე ფასი ცვალებადია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ფასებმა ფრენებზე მოიმატა. თუმცა სურვილის შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც სავსებით შესაძლებელია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი