logo_geo
ბათუმში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:55

 

 

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცხედარი მყვინთავებმა ამოიყვანეს.

 

„არანაირი სამძებრო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ზღვაში ცხედარი შენიშნეს და მოხდა მისი ამოყვანა. მიმდინარეობს იდენტიფიცირება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი