logo_geo
კახეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 22:10

 

 

კახეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში დღეს სპეციალისტებმა ჯამში 455 მოქალაქეს აუღეს ნიმუში.  ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 2189-მდე გაიზარდა.

ბოლო რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, თელავში - 664, ყვარელში - 219, ლაგოდეხში - 212, გურჯაანში - 452, სიღნაღში-136, დედოფლისწყაროში -186 და საგარეჯოში -207.

 

ამ ეტაპზე 1635 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 1 489 კოვიდინფიცირებული ბინაზე იმყოფება, 22 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, ხოლო 124 კოვიდკლინიკაში.

 

დღეს კახეთის რეგიონში 126 ადამიანმა დაამარცხა ვირუსი. ბოლო რამდენიმე კვირაში კი სულ 518 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი