logo_geo
ნიკა გვარამია: ფინანსური პრობლემები გვაქვს, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ
- +

2 აპრილი. 2017. 14:15



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სა და მის ჰოლდინგში შემავალ ტელეარხებზე „მარაოსა" და „კომედი არხზე" რეორგანიზაცია დაიწყო.


„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას განაცხადა, რომ რეორგანიზაცია ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გვარამია გამორიცხავს რომელიმე არხის მთლიანად დახურვას. მისი თქმით, რეორგანიზაცია კონკრეტული გადაცემების დახურვას გულისხმობს.


„ჩვენი ქონება დაყადაღებულია. ამ დროის განმავლობაში ინვესტირება არავის გაუკეთებია. შესაბამისად, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რასაც არხის რეორგანიზაციის საჭიროებამდე მივყავართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ნიკა გვარამია არ აკონკრეტებს იმ გადაცემებს, რომლებიც შესაძლოა დაიხუროს. მისი განცხადებით, ეს დეტალები აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი.


 

big_banner
არქივი