logo_geo
რუსთავის მერიამ ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტი დაურიგა
- +

20 ნოემბერი. 2020. 17:09

 

რუსთავის მერიამ ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტი დაურიგა.

 

რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის ოცდაორივე საბავშვო ბაღში, სურსათის დარიგება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

 

უწყების ცნობით, საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ. საკვებ პროდუქტს რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი, ჯამში 6 513 ბავშვი მიიღებს.

 

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუსთავის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 9 ნოემბრიდან შეჩერებულია.

 

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაზაფხულზეც განახორციელა. სოციალური პაკეტით, მაშინ 5650 ოჯახმა ისარგებლა და სრულად მოიცვა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი