logo_geo
ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია
- +

20 ნოემბერი. 2020. 20:48

 

 

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძემ (81კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და საქართველოს ყულაბას მეორე მედალი შესძინა.

 

ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა. სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი