logo_geo
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი უმცროსი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

21 ნოემბერი. 2020. 09:17

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ პრეზიდენტის შვილის პირად სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„დონს ვირუსი კვირის დასაწყისში დაუდასტურდა და მას შემდეგ იზოლაციაში იმყოფებოდა. ის სრულიად უსიმპტომო იყო და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით დაწესებულ ყველა სამედიცინო რეკომენდაციას იცავს“, – განაცხადა სპიკერმა.

 

დონალდ ტრამპმა, მისმა მეუღლემ და 14 წლის ვაჟმა, ბარონმა უკვე დაამარცხეს „კოვიდ-19“.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი