logo_geo
მოცეკვავე, რომელიც 15 წელია თმებს იზრდის
- +

21 ნოემბერი. 2020. 17:49

 

 

რინის თმებმა უკვე რამდენიმე სანტიმეტრით გადააჭარბა მისსავე სიმაღლეს, მაგრამ გოგონა უკან დახევას არ აპირებს.

 

35 წლის იაპონელი ქალი რინ კამბე არასდროს აპირებდა გამხდარიყო დისნეის პრინცესა და ზღაპრის გმირი, მაგრამ რაპუნცელი პირველია, რაც თავში მოსდის ქუჩაში მიმავალ ადამიანებს, როდესაც რინის ხედავენ.

 

მოცეკვავეს არც უცდია ასეთი ეფექტის განზრახ მიღწევა - მან უბრალოდ ერთხელაც შეწყვიტა თმის შეკრეჭა, რადგან მისი ოცნება იყო გრძელი და აბრეშუმისებრი თმა ჰქონოდა.

 

სკოლაში რინი ფეხბურთის გუნდში თამაშობდა, ამიტომ თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. შემდეგ ქალმა ცეკვა გადაწყვიტა, იქაც გრძელი თმა ხელსაყრელი არ იყო. თუმცა, 20 წლის ასაკში რინმა მტკიცედ გადაწყვიტა გაეზარდა თმები და საბოლოოდ მიეღო ის, რაც სურდა. 15 წლის განმავლობაში მისი თმა 177.8 სანტიმეტრი გახდა (რაც ბევრად აღემატება საკუთარ სიმაღლეს).

 

მოცეკვავე ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. იგი ცდილობს სწორად იკვებოს და მიიღოს უფრო მეტად რკინის შემცველი პროდუქტები, ასევე იძინოს მინიმუმ შვიდი საათი და ივარჯიშოს სპორტულ დარბაზში. თმებმა ხელი რომ არ შეუშალოს იკეთებს ნაწნავს ან იკეცავს და თავზე ახვევს. ის არასდროს იცვლის ტანსაცმელს ჩამოწეული თმებით, რათა თმების ბოლოები შემთხვევით არ მოწყდეს.

 

" ხალხს ჩემს თმაზე სხვადასხვა რეაქცია აქვს. ვიღაც ფიქრობს, რომ ეს მაგარი და ლამაზია, ვიღაც კი ურჩხულს მეძახის. მეჩვენება, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, მით უმეტეს, რომ ნეგატიური კომენტარები არ მწყინს. ხშირად მეკითხებიან, ეს ბუნებრივი თმაა?, რადგან ასეთი გრძელი თმების გაზრდა და მოვლა ძალზე რთულია."-ამბობს რინ კამბე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი