logo_geo
24 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
- +

21 ნოემბერი. 2020. 18:13

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

big_banner
არქივი