logo_geo
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოში ბრუნდება
- +

21 ნოემბერი. 2020. 19:33

 

 

ხვალ, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ გოგონები საქართველოში ბრუნდებიან.

 

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

 

„შევხვდეთ ჩვენს საამაყო გოგონებს ლანჩხუთის შემოსასვლელში, სოფელ ჯაპანაში და მოვაწყოთ მსვლელობა ქალაქის ცენტრამდე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ ნიღბები, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი გოგონების ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ“,- ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი