logo_geo
არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
- +

22 ნოემბერი. 2020. 12:36

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

 

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

 

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

 

 

№1 ოლქი - მთაწმინდა, კრწანისი

№2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1 727)

№41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769)

 

№2 ოლქი - ვაკე

 №2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

№41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549)

 

№3 ოლქი - საბურთალო

 №24 - ალექსანდრე ელისაშვილი -10.08% (2 770)

№41 - დავით სერგეენკო - 89.92% (24 697)

 

№4 ოლქი - ისანი

№5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)

№41 - კახა კახიშვილი -92.15% (22 055)

 

№5 ოლქი - სამგორი

 №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3 573)

№41 - სოზარ სუბარი -88.68% (27 993)

 

№6 ოლქი - დიდუბე, ჩუღურეთი

 №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3 188)

№41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522)

 

№7 ოლქი - ნაძალადევი

 №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

№41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23 629)

 

№8 ოლქი - გლდანი

 №5 - ნიკანორ მელია - 10.64% (3 032)

№41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25 474)

 

 

№10 ოლქი - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

№5 - გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

№41 - ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83% (44 616)

 

№11 ოლქი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

№5 - ცეზარ ჩოჩელი - 7.47% (2 076)

№41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25 728)

 

№12 ოლქი - რუსთავი, გარდაბანი

№5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

№41 - ნინო ლაცაბიძე - 89.79% (35 297)

 

№16 ოლქი - ხაშური, ქარელი

 №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

№41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602)

 

№21 ოლქი - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

№5 - კახა გეწაძე - 8.06% (3 488)

№41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39 810)

 

№23 ოლქი - ქუთაისი

 №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2 626)

№41 - ზაზა ლომინაძე - 91.92% (29 866)

 

№27 ოლქი - ზუგდიდი

№5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2 064)

№41 - ირაკლი ჩიქოვანი - 93.88% (31 678)

 

№28 ოლქი - ბათუმი 

 №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

№41 - რესან კონცელიძე - 87.81% (30 057)

 

№30 ოლქი - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

№5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

№41 - ანზორ ბოლქვაძე - 88.19% (32 062)

 

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

 

№5 - გრიგოლ შუშანია - 7.98% (2 595); №41 - იოსებ ხახალეიშვილი - 92.02% (29 911)

 

 

 

 

big_banner
არქივი