logo_geo
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდ-ცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ბავშვი დაიბადა
- +

23 ნოემბერი. 2020. 11:26

 

 

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდ-ცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ჩვილი დაიბადა. „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრის მეან-გინეკოლოგის, გიორგი სხილაძის ინფორმაციით, ჩვილები კოვიდ-ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულმა ინფიცირებულმა ორსულებმა გააჩინეს.

 

განყოფილებაში ექვსი ორსულისა და მელოგინის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, ორსულები და მელოგინეები კოვიდ-ცენტრს დატოვებენ.

 

„ხუთი სამეანო შემთხვევა გვქონდა და ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრში მკურნალობის კურსს 40 ორსული გადის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა  გიორგი სხილაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი