logo_geo
ბრედ პიტი შესაძლოა, ქართულ ფილმში გადაიღონ – „მოლაპარაკება მაქვს ორგზის ოსკაროსან პროდიუსერთან“
- +

23 ნოემბერი. 2020. 13:54

 

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი შესაძლოა, ქართულ ფილმში გადაიღონ. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ფილმის გადაღებას ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დავით ევგენიძე აპირებს.

 

„ორგზის ოსკაროსან პროდიუსერთან, გრეი ფრედრიქსონთან მაქვს მოლაპარაკებები. სხვათაშორის, ამერიკელებმა შემომთავაზეს, ფილმში მთავარ როლზე ბრედ პიტმა დავამტკიცო“, – ამბობს ევგენიძე.

 

მისი თქმით, ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია იქნება და მისი დაფინანსებაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან მოხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი