logo_geo
„აფერისტ, გრუზინო“ – როგორ მოატყუა აფხაზეთის ომში ქართველმა ჯარისკაცმა რუსები
- +

23 ნოემბერი. 2020. 16:10

 

 

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე ქართველი ჯარისკაცის, დიმა მეფარიშვილის ეშმაკობას იხსენებს, რომელმაც ომის დროს ქუთაისის ბატალიონი დაღუპვას გადაარჩინა.

 

„მიყვარს ეს ისტორია. 92 წელი… გაგრას უტევენ, ქუთაისის ბატალიონის განახევრებული შემადგენლობა ცდილობს გზის გადაკვეთას, მაგრამ მტერი თან წინ მოიწევს და თან მთავარ მაგისტრალს აკონტროლებს… მგონი ნოდარ ნათაძეც ამ ჯგუფთანაა… მთელი რაზმი განწირულია სასიკვდილოდ, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს , რომ ბიჭებმა გზა გადაკვეთონ, მტერი ისე ახლოაა , რომ გამორიცხულია გზის გადაჭრა…

 

დიმა მეფარიშვილი ქერა, 15 წელი რუსის ჯარში, გემზე ნამსახურებია, რუსულად თავისუფლად და უაქცენტოდ მოსაუბრე, ფიზიკურადაც რომ შეხედავდი, ღმერთო, ნათელში ამყოფე და „ვილიტი რუსის ვანია“ იყო… იცის ეს დიმამ, რომ ადვილია რუსად გაასაღოს თავი და თავში რაღაც აზრი მოუვიდა, ბიჭებს მიაძახა – მე ვრჩები და ცოტა უკან დაიხიეთ, მტერს შევაკავებო… თან თვითონ მტრისკენ ზურგით დაიწყო უკან დახევა, თან რუსულად უყვირის რუსებს – აქეთ არ წამოხვიდეთო… მტერმაც „ჭამა“ და გაკვირვებულებმა რამდენიმე რუსმა ყვირილი დაუწყო – რა გინდაო… უკვე დიმა მიუახლოვდა ახლოს და რუსებს არწმუნებს, რომ დაიცადეთ, ცოტანი ვართ, მაშველი ძალა მოგვემატოს და ერთიანად შევუტიოთ მაგენსო (ქაართველებსო). რამდენიმე რუსი დაეთანხმა და წუთით შეაყოვნეს შეტევა, ამასობაში ქუთაისის ბატალიონმა მოახერხა გზის გადაჭრა და მთებისკენ გაღწევა, აქ უკვე დიმაც ვერ აკავებს მტერს და წამოიშალნენ, გაეკიდნენ სროლით ჩვენ ბიჭებს, დიმა მეფარიშვილიც მისდევს უკვე ჩვენებს ვითომ სროლით. დევნა დიდხანს გაგრძელდა… რაღაც ადგილზე, სადაც ქუთაისის ბატალიონი ხევში დაეშვა, გადარჩა უკვე, მტერიც მიადგა, მაგრამ არ ჩაჰყვა… არ უღირდათ უკვე გარისკვა ალბათ….. რა ქნას დიმამ??? ადგა და ამ რუსების თვალწინ ამოიდო „ბუშლატი“ საჯდომქვეშ და სრიალით ჩაყვა ხევს. მერე კი მიხვდნენ ისინიც, როგორ მოატყუა რუსის გარეგნობით ვიღაც ქართველმა… მიძახეს კიდეც და მიაგინეს „აფერისტ, გრუზინო“, მაგრამ გვიანი იყო.

 

ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა დიმაც, ეს ამბავი ომის დროს მომიყვა და არასდროს დამიწერია…. იმ ბიჭებიდან კი ძაან ცოტაა ცოცხალი“, – წერს დავით ახრახაძე.

 

წყარო: progressnews.press

 

 

big_banner
არქივი