logo_geo
ლაშა თაბუკაშვილი 70 წლის გახდა
- +

23 ნოემბერი. 2020. 17:47

 

 

დღეს, 23 ნოემბერს, ფილოლოგი, მწერალი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 70 წლის გახდა.

 

ლაშა თაბუკაშვილი დაიბადა 1950 წელს თბილისში, რეზო თაბუკაშვილის და მედეა ჯაფარიძის ოჯახში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის საქართველოს კომკავშირის პრემიის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2005), 2010 წელს დაიმსახურა თეატრალური პრემია „დურუჯი“ საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესისათვის „ათვინიერებენ მიმინოს“ („სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ“).

 

მიღებული აქვს, აგრეთვე, ლიტერატურული პრემია „საბა“ დრამატურგიის ნომინაციაში წიგნისათვის – „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“ (2017),

 

ჟურნალ „XX საუკუნესთან“ დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი „XX საუკუნე“ (1998). იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, ასევე კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ „ცისკარში“ მოთხრობით – „მოკლეს ბიჭი“. დაბეჭდილი აქვს ოცზე მეტი მოთხრობა, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

 

ლაშა თაბუკაშვილის პიესები ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრშია დადგმული, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე. ლაშა თაბუკაშვილი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“.

 

 

big_banner
არქივი