logo_geo
მარინა ენდელაძე: ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება...
- +

23 ნოემბერი. 2020. 23:53

 

 

რთული სიტუაციაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. ძალიან კარგი იყო პირველ პერიოდში რომ გამოვდიოდით და შედარებით საიმედო ინფორმაციის მოცემა შეგვეძლო, - განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

 

„რისი ბრალია? მოსახლეობის, ჩვენი ბრალია. ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი, რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება“, - დასძინა ენდელაძემ.

 

 

big_banner
არქივი