logo_geo
ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 39 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:12

 

 

„გასული 24 საათში განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

 

big_banner
არქივი