logo_geo
კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:17

 

 

„დღეს დადასტურებული 3 128 შემთხვევიდან, 1 504 თბილისში , აჭარაში კი 576 შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

big_banner
არქივი