logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 413 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:35

 

 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 413 პირი იმყოფება.

 

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 18 526 პაციენტიდან 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს, 8 595 პირი კი ვირუსის მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. გარდაიცვალა 39 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი