logo_geo
მაია ცქიტიშვილი: ისეთი ტიპის შეზღუდვებს განვიხილავთ, რომელიც ყველა ქვეყანაშია
- +

24 ნოემბერი. 2020. 13:29

 

 

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად ისეთი ტიპის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დროს ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება.

 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გარე სივრცეში პირბადის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული კონტროლი გამკაცრდება.

 

„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის დროს. ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ არის პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა. გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება, რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისითაც გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი. იმისთვის, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შემთხვევების შემცირებას. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი, თუმცა აუცილებელია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები.

 

„მეორე აქტიური ზომა არის მობილობის შემცირება, სწორედ ამას ამბობენ ეპიდემიოლოგები. ეს ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვა, ამ მხრივ საათების გაზრდა, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტულ სამუშაო დღეებში ან არასამუშაო დღეებში გარკვეული სავაჭრო ობიექტების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევე მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.

 

big_banner
არქივი