logo_geo
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 20-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:54

 

 

ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა. რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

 

პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის, ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიცირების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლინიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს.

 

პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი