სინოპტიკოსები 25 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +11 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4 და ნალექინი ამინდია მოსალოდნელი.
იწვიმებს სოხუმში, სადაც +10 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი ამინდია ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში იწვიმებს, +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვს, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში მცირე მოღრუბლულობა და თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღე +5 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვს, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში თოვს, +2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვს, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+10 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი. სიღნაღში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +1.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.