logo_geo
როგორ ვიშოვოთ მილიონი? - გვირჩევს, გვიმხელს ილონ მასკი
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:44

 

 

სინამდვილეში, ამ სტატიას უნდა ერქვას - კარიერული ინსპირაცია ილონ მასკისგან: 5 ნაბიჯი, რათა გახდე ექსტრაორდინარული.

 

ილონ მასკი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. არც არაჩვეულებრივია. ის უბრალოდ, ილონ მასკია. იმდენად არანორმალურია, რომ მასთან მიახლოებისას COVID 19-ის ტესტებიც კი მწყობრიდან გამოდის.

 

კარგი, ვაჭარბებ, მაგრამ ის მაინც ილონ მასკია და ის 24 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა. „Bloomberg“-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, მან ქონებით ბილ გეიტსს გადაუსწრო.

 

ასე რომ, აქვს კვალიფიკაცია, გვირჩიოს, როგორ გავხდეთ წარმატებულნი საკუთარ კარიერაში და როგორ ვიშოვოთ მილიონი (დოლარი თუ არა, ლარი მაინც).

 

სანამ მასკის რჩევებზე გადავალთ, მის ამბავსაც მოკლედ მოგიყვებით.

 

 მას აქვს ხარისხი როგორც ფიზიკაში, ისე ეკონომიკაში.

 

 მეგობრებისგან წიგნებს ნათხოვრობდა და რაკეტების აწყობას თავისით სწავლობდა.

 

 2021-2031 წლებში მარსის კოლონიზაციას გვპირდება.

 

ეს რომ ვინმე სხვას ეთქვა, აბსურდად ჩავუთვლიდით, მაგრამ მასკისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

 

  1. გქონდეთ მიზანი

 

ნუ იქნება თქვენი მიზანი „მილიონის შოვნა ან „წარმატება X საქმეში“. გქონდეთ შინაარსიანი მიზანი, გაერკვიეთ, როგორ უნდა გააკეთოთ საქმე უკეთესად, გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი. თუ კომპანია ან პროდუქტი ჯერ არ არსებობს, იყავით ნოვატორი.

 

კომპანიის არსებობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურება.

 

  1. ეძებეთ კრიტიკა

 

ნუ იქნებით თვითდაჯერებული და ნუ გადაწყვეტთ, რომ თქვენ და თქვენი იდეები უტყუარია. მიიღე რაც შეიძლება მეტი გამოხმაურება იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობით. დარწმუნდით, რომ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ხართ, დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გჯერათ თქვენი იდეალების და არარეალური ოცნებების მსხვერპლი არ ხართ. გადაუხადეთ მადლობა, როცა გაგაკრიტიკებენ.

 

კარგად გააზრებული კრიტიკა ისეთივე ღირებულია, როგორც ოქრო.

 

  1. კონცენტრირდი და იმუშავე

 

ნუ შეეცდებით მრავალი იმპერიის ან კომპანიის მართვას. გააკეთეთ კონცენტრირება ერთი საქმის კეთებაზე. მეორე მხრივ, თქვენ უნდა მუშაობდეთ უფრო მეტი შემართებით და უფრო დიდხანს, ვიდრე დანარჩენები. ასე ნაკლებ დროში უფრო მეტს გააკეთებთ.

 

თუ სხვები კვირაში 40 საათი მუშაობენ, თქვენ იმუშავეთ 100 საათი. 4 თვეში თქვენ მიაღწევთ იმას, რისთვისაც მათ 1 წელი დასჭირდებათ.

 

  1. არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის.

 

მარცხი ინოვაციური პროცესის განუყოფელი ნაწილია. დაუმეგობრდი მას. თუ ფიქრობთ, რომ რამე წარუმატებლად დასრულდება, მაგრამ ცდად ღირს, მიჰყევით წინათგრძნობას.

 

  1. აირჩიე, იყო არაჩვეულებრივი.

 

მასკის აზრით, ხალხს შეუძლია აირჩიოს იყოს ჩვეულებრივი. აირჩიე პირიქით. იყავი გასაოცარი. ყოველთვის ისწრაფე უფრო დიდი მიზნებისა და საქმეებისკენ.

 

ვფიქრობ, ხალხს შეუძლია გააკეთოს არჩევანი - იყოს არაჩვეულებრივი თუ ჩვეულებრივი. მათ შეუძლიათ არ დაემორჩილონ იმ წესებს, რაც მშობლებმა ასწავლეს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აირჩიო იყო არაჩვეულებრივი.

 

მე მაინც მგონია, რომ მასკს არაჩვეულებრივად ყოფნა არ აურჩევია. ის უბრალოდ, ილონ მასკია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი