logo_geo
კოვიდ-სასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა, აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პაციენტი მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:45

 

 

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა, აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პაციენტი მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა.

 

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა.

 

იგი კოვიდ-სასტუმროდან სამართალდამცავებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

 

„კოვიდ-სასტუმროში პაციენტის შემოყვანისას ჯანდაცვის პერსონალი შესაბამის ისტორიას ავსებს. თავდასხმის მიზეზი არ ვიცით. პაციენტს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა, ჩართული იყო ფსიქოლოგი.

 

დღეს ამ პაციენტს სასტუმროდან გასვლა უწევდა, იგი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ჩვეულებრივ კოვიდ-დადასტურებიდან 10 დღე იმყოფებოდა, აქამდე აგრესია არ ჰქონია.

 

დაცვის თანამშრომლებმა დროული რეაგირება მოახდინეს. რადგან მე-11 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა, უსაფრთხოების მიზნით ბატუტი გავშალეთ“, - აცხადებს სასტუმროს დირექტორი დიანა ბერიძე.

 

ამავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი ეთერ აროშიძე ამბობს, რომ კოლეგას პაციენტმა ინციდენტის დროს დაზიანება ხელის არეში მიაყენა.

 

„უმნიშვნელო ნაკაწრი აქვს მიღებული, იმ დროს აქ არ ვყოფილვარ. პაციენტი მეტადონის პროგრამაზე იყო. პაციენტს მეტადონის მიღება თუ დაუგვიანდებოდა, ჩვეულებრივად ითხოვდა. მეტადონი ერთსა და იმავე დროს ეძლევა, ღამის საათებში არ იყო გათვალისწინებული. პაციენტს სხვა დროს აგრესია არ გამოუხატავს“, - განაცხადა ექიმმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი