logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 16:38

 

 

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 80 ადამიანს ჩაუტარდა და 5-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 1 689 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

big_banner
არქივი