logo_geo
სიმონ ჯანაშიას გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა
- +

25 ნოემბერი. 2020. 18:40

 

 

15 წლის წინათ, 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა ისტორიკოსი (არქეოლოგი), მეცნიერი, პოლიტიკოსი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ვიცე-პრეზიდენტი (1988-2002), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი (2002-2005), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე სიმონ ჯანაშია.

 

სიმონ ჯანაშია იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი (1990-1991) - ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

 

დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

 

 

big_banner
არქივი