logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 10:56

 

 

 

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

big_banner
არქივი