logo_geo
თბილისში კორონავირუსის 1293 შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:15

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე.

 

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 124 გარდაცვალების შემთხვევა.

 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა - 475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი - 232, გურია - 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი -  70, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 841 პირი, აჭარაში - 14 605, იმერეთში - 4 782“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი