logo_geo
ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე კოვიდ-პაციენტია
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:17

 

 

„ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში - 155, იმერეთში - 219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 139, იმერეთში - 42“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200 - თბილისში, 2 154 - აჭარაში, 265 - იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 412, აჭარაში -1 035, ხოლო იმერეთში - 33.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 841 პირი, აჭარაში - 14 605, იმერეთში - 4 782“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

big_banner
არქივი