logo_geo
რა რეაქცია ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილს ამერიკულ ტელესერიალში მის ხსენებაზე
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:22

 

 

„The Queen’s Gambit“ ნეტფლიქსის ახალი მინი-სერიალია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

სერიალს საქართველოშიც ჰყავს მაყურებელი და მათთვის ფინალური სერია განსაკუთრებული სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ფილმში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ახსენეს.

 

ფილმში მასზე საუბრობენ: „არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს”.

 

ემოციებისა და კომენტარისთვის „პრაიმამბები“ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა.

 

როგორც ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, მას სერიალი არ უნახავს, თუმცა, რაც გაიგო, ინფორმაცია არასწორადაა მიწოდებული.

 

„როგორ გამორჩათ ეს ნაწილი, არ ვიცი, ყველამ იცის ამის შესახებ. მე, როგორც კი 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მიმიწვიეს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც კაცები თამაშობდნენ და მარტო მე ვიყავი ქალი“,- ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი