logo_geo
ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი განიკურნა
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:42

 

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი განიკურნა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

 

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

 

კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

 

„ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდ-დადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.

 

big_banner
არქივი