logo_geo
28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს
- +

26 ნოემბერი. 2020. 14:42

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

გიორგი გახარიამ დღეს იმ შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. პრემიერის თქმით, ეპიდ-ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

 

28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს.

 

ამასთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.

 

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

 

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

big_banner
არქივი