logo_geo
4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება
- +

26 ნოემბერი. 2020. 14:58

 

 

„4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორ ელექტროენერგიის, ასე ბუნებრივი აირის გადასახადი დაიფარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი